ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.
ფორდმა, როგორც მენეჯერმა არ გაამართლა, შესაბამისად მისი მეწარმის წარმატება 1927 წელს დასრულდა. ცვლილებებისათვის უკვე გვიანი იყო, ვინაიდან ჰენრის ღრმად სწამდა თავისი მართებულობის. დრო იცვლებოდა, თუმცა მას არ შეუმჩნევია წარმატებული წარმოების ორგანიზების პროცესის მართვის სტადიაში გადასვლა. ფორდს ერთხელ უთქვამს: „ტანვარჯიში - სრული სისულელეა. ჯანმრთელებს ის არ სჭირდება, ხოლო ავადმყოფებისთვის კი რეკომენდირებული არაა“. სწორედ ასეთი იყო მისი მიდგომა მენეჯმენტისადმი. მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ პროდუქტი. თუ პროდუქტი კარგია, შესაბამისად მომგებიანია, თუ ცუდია, მაშინ არანაირი მენეჯმენტი არ გახდის მას წარმატებულს. გამოდის, რომ ფორდი ვერ იტანდა მართვის ხელოვნებას. ასევე, სძულდა ბანკირები და ბანკები, მხოლოდ ნაღდ ფულს აღიარებდა. ფინანსისტებს ის სპეკულანტებს, ქურდებსა და მავნებლებს უწოდებდა, ხოლო აქციონერები მისთვის პარაზიტები იყვნენ.
ჰენრი ფორდი
„რამდენი ადამიანია დარწმუნებული, რომ ყველაზე მთავარი წარმოების მოწყობაა - ფინანსური სშუალებები, საქმიანი მმართველობა, - უკვირდა ფორდს. - ყველაზე მთავარი თავად პროდუქტია, ხოლო პროდუქტის სრულყოფის ხერხები დროის ფუჭად ხარჯვაა“. მასიური წარმოება ჰენრიმ მას მერე დაიწყო, რაც მისი აზრით იდეალური პროდუქტი შექმნა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფორდი თავად იღებდა. ყოველწლიურად ზრდადი წარმოება, ფასების რეგულარული დაკლება სტაბილურ მოთხოვნას ქმნიდა, რაც თავის მხრივ შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ფორდი აქციონერებს არაფერს უხდიდა. როგორც წარმატებული მეწარმე - ინდივიდუალისტი საკუთარ კომერციულ წარმატებას თავისი თეორიის საუკეთესო დასტურად მიიჩნევდა და მუდმივად იმეორებდა: „მხოლოდ მუშაობას შეუძლია შექმნას ფასეულობები.“ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანისას ფორდი კატეგურიული წინააღმდეგი იყო კომპეტენტური მუშაკების. ახალი თანამშრომლების გამოცდილებასა და წარსულს იგი ყურადღებას არ აქცევდა: „ჩვენ, არასოდეს ვინტერესდებით იმ ადამიანის წარსულით, რომელიც ჩვენთან სამსახურს ეძებს, - ჩვენ წარსულს კი არ ვიყვანთ სამსახურში, არამედ ადამიანს. თუ ეს ადამიანი ციხეში იჯდა და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ იგი იქ კვლავ მოხვდება ეს მისასალმებელია. პირადად მე მგონია, რომ თუკი მას გამოსწორების შანსს მივცემ, ის მაქსიმალურ ძალიხმევას იხმარს, რათა ხელახლა არ ამოყოს თავი ციხეში. ჩვენთვის სულერთია საიდან მოდის ახალი თანამშრომელი, ამ დროს ჰარვარდსა და სინგ-სინგის ციხეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანს მუშაობის სურვილი გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ჩვენთან, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ფორდთან მხოლოდ საქმით კავდებიან.“ ამ ლოგიკის თანახმად, ფორდი თვლიდა, რომ მის ქარხანაში ყოველ თანამშრომელს დამსახურებული საკუთარი ადგილი ჰქონდა და დაწინაურებას კი თავად აღწევდნენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი განყოფილების უფროსს თავდაპირველად ქარხანაში დამლაგებლად დაუწყია მუშაობა.წყარო
No comments:
Post a Comment