ჰენრი ფორდი 40 წლის ასაკში
როდესაც ჰენრი ფორდმა გადაწყვიტა გამოეშვა “V-8″ მარკის ავტომობილი,მან მოინდომა აეგო ძრავა,სადაც ერთ ბლოკში რვა ცილინდრი იქნებოდა მოთავსებული. ფორდმა მოიწვია ინჟინრები და გასცა შესაბამისი მითითებები. ისინი ვერ ხვდებოდნენ,როგორ უნდა გაეერთიანებინათ 8 ცილინდრი ერთად. პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო.
“ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთეთ!” – ეს იყო ფორდის უკანასკნელი მითითება და მან სხდომა დატოვა.
ინჟინრები გამუდმებით აწუხებდნენ ფორდს. სათითაოდ უხსნიდნენ,რომ ეს შეუძლებელი იყო. მოყავდათ სხვადასხვა მაგალითები. ფორდი ყველას ერთხმად პასუხობდა: “იმუშავეთ მანამ,სანამ შედეგს არ მიაღწევთ,რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.”
ინჟინრები მუშაობდნენ. მათ აწუხებდათ ფორდის ეს ჯიუტი გადაწყვეტილება,მაგრამ რადგან ფორდთან უნდოდათ დარჩენა,მსხვერპლიც უნდა გაეღოთ. გავიდა 1 წელი. არანაირი შედეგი. მათ გამოსცადეს ყველა შესაძლო ვარიანტი,რომ ფორდის მითითების რეალიზაცია მოეხდინათ,თუმცა,ვერაფერს გახდნენ. წლის ბოლოს ფორდს მოახსენეს თუ როგორ მიდიოდა პროცესი,რა სირთულეებს გადააწყდნენ და ბოლოს,მთავარი,რომ ვერაფრით ვერ მოახერხეს გაეკეთებინათ ის რაც დავალებული ჰქონდათ. ფორდი უკან არც მაშინ არ დახეულა და მან თქვა: “გააგრძელეთ მუშაობა. მე მინდა,ე.ი. გამოვა!“
ინჟინრებმა მუშაობა გააგრძელეს,თუმცა კი იმედი არ ჰქონდათ და ბოლოს,ერთ მშვენიერ დღეს ფორდის შეუპოვრობამ გაიმარჯვა. მათ მოახერხეს 8 ცილინდრის ერთ ბლოკში გაერთიანება.
ეს ისტორია,საუკეთესოდ ასახავს იმას,რომ როცა რაღაც გინდათ,უკან არ უნდა დაიხიოთ. თუნდაც მთელი სამყარო გარწმუნებდეთ,რომ ეს შეუძლებელია,გახსოვდეთ როდესაც გაქვთ რაიმეს მიღწევის ძლიერი სურვილი,მაშინ შეუძლებელი არაფერია! მიბაძეთ ფორდს! ისწავლეთ ამ გაკვეთილისგან. ჰენრი ფორდმა იცოდა წარმატების მთავარი ფორმულა,მთავარი საიდუმლო: მტკიცედ იცოდე რა გინდა და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო მიზანს! თქვენ გინდათ,ე.ი. ყველაფერი გამოვა!
წყარო
წყარო
ჩემი აზრით ჰენრი ფორდი არის დიდი პიროვნება მან რევოლუცია მოახდინა მანქანების ბიზნესში. ის არასოდეს ნებდებოდა და ყოველტვის აყწევდა დასახულ მიზანს.
No comments:
Post a Comment