Wednesday, January 23, 2013

კომპანია “Ford”-ის დაარსება

კომპანია Ford Motor გაჩნდა 1903 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ მიჩიგანის შტატის 12 ბიზნესმენი ჰენრი ფორდის თავოსნობით, რომელიც აქციების 25, 5%-ს ფლობდა და კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის და მთავარი ინჟინერის თანამდებობები ეკავა.ძველი ფურგუნების ფაბრიკა დეტროიტში მეკ ავენიუზე გადააწყვეს საავტომობილო ქარხნად. ბრიგადები, რომლებიც 2-3 კაცისგან შედგებოდნენ და უშუალოდ ფორდს ემორჩილებოდნენ , აწყობდნენ მანქანებს ნაწილებისგან , რომლებიც მზადდებოდა სხვა დაწესებულებებში შეკვეთით. 
კომპანიის პირველი ავტომობილი შეიქმნა 1903 წლის 23 ივლისს. Ford-ის პირველ ქმნილებად იქცა ”ბენზინის ეტლი” 8 ცხ.ძ-იანი ძრავით, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model А. ავტომობილი აღწერილი იყო როგორც ”ყველაზე სრულყოფილი მანქანაბაზარზე, რომლის მართვაც 15 წლის ბიჭუნასაც კი შეუძლია”. 1906 წელს ჰენრი ფორდი გახდა პრეზიდენტი და კომპანიის ძირითადი მფლობელი.ფორდის პირველი ოვალური ლოგოტიპი გამოჩნდა 1907 წელს პირველი ინგლისელი წარმომადგენლების პერის(Perry), ტორნტონის(Thornton) და შრაიბერის(Schreiber) წყალობით. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში იგი წარმოდგენილი იყო როგორც უმაღლესი ხარისხის ბრენდს, რომელიც განასახიერებდა საიმედოობის და ეკონომიურობის სიმბოლოს.ბოლოხუთი წლის განმავლობაში ჰენრი ფორდი ხელმძღვანელობდა წარმოების პროგრამის მთლიან განვითარებას. ამ ხნის განმავლობაში გამოყენებული იყო ალფავიტის 19 ასო -- Model А -დან დაწყებული Model S-ით დამთავრებული. ამ მოდელების ნაწილი ისე დარჩა ექსპერიმენტალურ დონეზე, რომ მომხმარებლამდე არც მისულა.
ჰენრი ფორდი თავის ბიზნეს პარტნიორთან ერთად

1908 წელს ფორდის ოცნებამ განხორციელება ჰპოვა, გამოუშვა რა მოდელი T. ”თუნუქის ლიზზი” (Tin Lizzy), როგორც მას მოფერებით უწოდებდნენ ამერიკელები, იქცა მთელი ავტოინდუსტრიის ისტორიის მანძილზე ყველაზე ცნობილ ავტომობილად.მისი საბაზო ღირებულება შეადგენდა 260 დოლარს, და სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში გაყიდული იყო 11 ათასი ასეთი მანქანა. ზუსტად მოდელ T-ს გამოჩენამ ამცნო პირადი ტრანსპორტის განვითარებაში ახალი ერის დასაწყისი.ფორდის ავტომობილი ადვილი სამართავი იყო, იგი არ ითხოვდა რთულ ტექნიკურ მომსახურებას და შეეძლო სოფლის გზებზე გადაადგილებაც. ამ მომენტიდან ავტომობილი მასობრივი მოხმარების საგნაც იქცა, რომელზე მოთხოვნაც მუდამ იზრდება. 
ამავე დროს Model Т-ს ბაზაზე იქმნება მანქანები სხვადასხვა დანიშნულებით: პიკაპები,ავტომობილები პატარა ტვირთის გადასატანისთვის, სასწრაფო დახმარების მანქანები, ავტოფურგონები და პატარა ავტობუსები.
      ჰენრი ფორდი გარდაიცვალა საკუთარ სახლში დირბონში 83 წლის ასაკში 1947 წლის 7 აპრილს. ასე დამთავრდა Ford Motor -ის ისტორიის მთელი ეპოქა, რომელიც მისი შემქმნელის გარდაცვალებისმიუხედავად აქტიურ განვითარებას განაგრძობდა. 
შვილიშვილი ღირსეულად აგრძელებდა საკუთარი პაპის საქმეებს. 1948 წლის 8 ივნისს მოდელი 1949 წლის Ford -ის მოდელი საზეომოდ იყო წარმოდგენილი ნიუ-იორკის გამოფენაზე. მისი მთავარი განმასხვავებლები იყო - მომრგვალებული გვერდითი პანელები, დამოუკიდებელი წინა წამყვანი თვლები და უკანა გვერდითი მინები, რომლებიც იღებოდა. 
ძარის და ფრთების ინტეგრაცია იყო სიახლე, რომელმაც საავტომობილო დიზაინში სტანდარტები განსაზღვრა. 1949 წელს Ford-მა გაყიდა დაახლოვებით მილიონამდე ასეთი ავტომობილი, და მიაღწია 1929 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გაყიდვების მხრივ. 
უზარმაზარი სისწრაფით იზრდება კომპანიის მოგებაც. ამან მიიყვანა მწარმოებლური აღჭურვილობის გაზრდისაკენ: ახალი საწარმოები და ამწყობი ქარხნები,გამოსაცდელი პოლიგონები,ინჟინერულ-გამოსაკვლევი ლაბორატორიები.
წყარო





Thursday, January 17, 2013

ჰენრი ფორდის ბავშვობა

1872 წელს ირლანდიელი იმიგრანტის შვილი გადმოვარდა ცხენიდან მამამისის ფერმაში მუშაობის დროს, ქალაქ დირბორნთან ახლოს (მიჩიგანის შტატი, აშშ). ზუსტად ამ დღეს მან გადაწყვიტა შეექმნა ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ნაკლებად ხიფათს მოუტანდა და უფრო საიმედო იქნებოდა, ვიდრე ცხოველური სატრანსპორტო საშუალებები. ასეთ ხიფათიანი-მოჯირითე იყო ჰენრი ფორდი.ჰენრი ფორდი დაიბადა დასახლება სპრინგფილდში (მიჩიგანის შტატი) 1863 წლის 30 ივლისს. 

ჰენრი ფორდი 7 წლის ასაკში


იგი იყო ექვსი შვილიდან უფროსი უილიამ და მერი ფორდების ოჯახში (William; Mary Ford), რომლებიც ფლობდნენ ფერმერულ მეურნეობას. ჰენრის ბავშვობამ ჩაიარა მშობლების ფერმაში, სადაც იგი ოჯახს ეხმარებოდა და უბრალო სოფლის სკოლას სტუმრობდა ხოლმე. 12 წლის ასაკში ჰენრიმ პატარა სახელოსნო მოაწყო, სადაც მთელ თავისუფალ დროს ატარებდა ხოლმე. ზუსდან მანდ ააწყო პირველი ორთქლის ძრავა.


წყარო

Wednesday, January 16, 2013

ჰენრი ფორდი როგორც გამოჩენილი ბიზნესმენი

ჰენრი ფორდი Model Тს ძრავის შეკეთების დროს 

1879 წელს ჰენრი ფორდი დეტროიტში გადავიდა, სადაც მოეწყო მემანქანის თანაშემწედ. 3 წლის შემდეგ ფორდი გადავიდა დირბორნში და 5 წლის განმავლობაში კონსტრუქტორობით და ორთქლის ძრავების რემონტით ერთობოდა, დროდადრო დეტროიტის ქარხანაში გამოიმუშავებდა. 1888 წელს იგი დაქორწილდა კლარა ბრაიანტზე (Clara Jane Bryant) და მალე ტყისმჭრელი ქარხნის მმართველის თანამდებობა დაიკავა.1891 წელს ფორდი კომპანია Edison Illuminating-ის ინჟინერი გახდა, ხოლო 2 წლის შემდეგ კომპანიის მთავარ ინჟინერად დაინიშნა.კარგი შემოსავალმა და ბევრმა თავისუფალმა დრომ ფორდს მისცა საშუალება მეტი დრო დაეთმო შიდა წვის ძრავებისთვის.პირველი შიდა წვის ძრავა ფორდმა ააწყო თავისი სახლის სამზარეულოში. ცოტა ხანში მან გადაწყვიტა ძრავა დაემაგრებინა ველოსიპედის თვლებიან ოთხბორბლიან რამაზე . ამგვარად 1896 წელს გამოჩნდა კვადროციკლი -- სატრანსპორტო საშუალება რომელიც ფორდის პირველ ავტომობილად იქცა.1899 წელს ჰენრი ფორდი კომპანია Edison Illuminating-დან განთავისუფლდა და შექმნა საკუთარი ფირმა Detroit Automobile. იმის მიუხედავად რომ ერთი წლის შემდეგ კომპანია გაკოტრდა ფორდმა მოასწრო რამოდენიმე სარბოლო ავტომობილის შექმნა. ფორდი თავად იღებდა ავტორბოლებში მონაწილეობას და 1901 წლის ოქტომბერში შესძლო ამერიკის ჩემპიონისთვის ალექსანდრ უინტონისთვის (Alexander Winton) მოეგო.შემდგომში ჰენრიმ და მისმა 13-მა ენთუზიასტმა ამხანაგმა შეაგროვა სოლიდური თანხა 28000 დოლარის ოდენობით და 1903 წლის 16 ივნისს შეიტანეს განაცხადი მიჩიგანის შტატში სამრეწველო დაწესებულების ორგანიზაციის დაარსების შესახებ.ასე დაიწო კომპანია Ford Motor-მა თავისი მწარმოებლური საქმიანობა, და რეზულტატში შეიქმნა ”ბენზინის ეტლი” 8 ცხ.ძ -იანი ძრავი. მან მიიღო დასახელება ”მოდელი А. ამ ამბიდან უკვე 10 წლის შემდეგ ფორდს მთელი ქვეყნის მასშტაბით იცნობდნენ როგორც გენიოსს, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა Ford T - ავტომობილი რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. Ford Motor Company-მ პირველმა შემოიღო კონვეირი. ამ ტექნიკური სიახლის წყალობით ჰენრი ფორდმა შეძლო მოდელი Tin Lizzy-ს ფასის შემცირება 850-დან 290 დოლარამდე. და მაინც რაშია Ford Motor Company-ს ასწლიანი წარმატებული მოღვაწეობის საიდუმლო? როდესაც ჰენრი ფორდი კომპანიას აფუძნებდა, ის ოცნებობდა ავტომობილზე, რომლის ღირებულებაც არ იქნებოდა დეტროიტის მანქანების მწარმოებელი ქარხნის მუშის ერთწლიან ხელფასზე მეტი.კომპანია Ford-ის ასწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი ცვლილება გადაიტანა. თუმცა იმის რწმენა რომ ხალხს უნდა ქჰონდეს ხელმისაწვვდომი, საიმედო და თანამედროვე ავტომობილები, იგივე დარჩა.


ჰენრი ფორდის დინასტიური მმრთველობა

ჰენრი ფორდი ხშირად ავტომობილის გამოგონებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის საავტომობილო ბიზნესის ფუძემდებელია. წარმოებაში ეკონომიკური ორგანიზებულობის გაჩენის პარალელურად მენეჯმენტის საჭიროება გაჩნდა. ამისათვის თავად მართვის საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ბიზნესის ინდუსტრიაში ძლიერი მმართველების მოსვლას გულისხმობდა. ჰენრი ფორდი სწორედ ამ მიმართულებით გახლდათ ინოვატორი და მისი საქმიანობის წყალობით, მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენად არის აღიარებული.
Henry ford

ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.


ფორდმა, როგორც მენეჯერმა არ გაამართლა, შესაბამისად მისი მეწარმის წარმატება 1927 წელს დასრულდა. ცვლილებებისათვის უკვე გვიანი იყო, ვინაიდან ჰენრის ღრმად სწამდა თავისი მართებულობის. დრო იცვლებოდა, თუმცა მას არ შეუმჩნევია წარმატებული წარმოების ორგანიზების პროცესის მართვის სტადიაში გადასვლა. ფორდს ერთხელ უთქვამს: „ტანვარჯიში - სრული სისულელეა. ჯანმრთელებს ის არ სჭირდება, ხოლო ავადმყოფებისთვის კი რეკომენდირებული არაა“. სწორედ ასეთი იყო მისი მიდგომა მენეჯმენტისადმი. მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ პროდუქტი. თუ პროდუქტი კარგია, შესაბამისად მომგებიანია, თუ ცუდია, მაშინ არანაირი მენეჯმენტი არ გახდის მას წარმატებულს. გამოდის, რომ ფორდი ვერ იტანდა მართვის ხელოვნებას. ასევე, სძულდა ბანკირები და ბანკები, მხოლოდ ნაღდ ფულს აღიარებდა. ფინანსისტებს ის სპეკულანტებს, ქურდებსა და მავნებლებს უწოდებდა, ხოლო აქციონერები მისთვის პარაზიტები იყვნენ.
ჰენრი ფორდი 

„რამდენი ადამიანია დარწმუნებული, რომ ყველაზე მთავარი წარმოების მოწყობაა - ფინანსური სშუალებები, საქმიანი მმართველობა, - უკვირდა ფორდს. - ყველაზე მთავარი თავად პროდუქტია, ხოლო პროდუქტის სრულყოფის ხერხები დროის ფუჭად ხარჯვაა“. მასიური წარმოება ჰენრიმ მას მერე დაიწყო, რაც მისი აზრით იდეალური პროდუქტი შექმნა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფორდი თავად იღებდა. ყოველწლიურად ზრდადი წარმოება, ფასების რეგულარული დაკლება სტაბილურ მოთხოვნას ქმნიდა, რაც თავის მხრივ შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ფორდი აქციონერებს არაფერს უხდიდა. როგორც წარმატებული მეწარმე - ინდივიდუალისტი საკუთარ კომერციულ წარმატებას თავისი თეორიის საუკეთესო დასტურად მიიჩნევდა და მუდმივად იმეორებდა: „მხოლოდ მუშაობას შეუძლია შექმნას ფასეულობები.“ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანისას ფორდი კატეგურიული წინააღმდეგი იყო კომპეტენტური მუშაკების. ახალი თანამშრომლების გამოცდილებასა და წარსულს იგი ყურადღებას არ აქცევდა: „ჩვენ, არასოდეს ვინტერესდებით იმ ადამიანის წარსულით, რომელიც ჩვენთან სამსახურს ეძებს, - ჩვენ წარსულს კი არ ვიყვანთ სამსახურში, არამედ ადამიანს. თუ ეს ადამიანი ციხეში იჯდა და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ იგი იქ კვლავ მოხვდება ეს მისასალმებელია. პირადად მე მგონია, რომ თუკი მას გამოსწორების შანსს მივცემ, ის მაქსიმალურ ძალიხმევას იხმარს, რათა ხელახლა არ ამოყოს თავი ციხეში. ჩვენთვის სულერთია საიდან მოდის ახალი თანამშრომელი, ამ დროს ჰარვარდსა და სინგ-სინგის ციხეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანს მუშაობის სურვილი გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ჩვენთან, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ფორდთან მხოლოდ საქმით კავდებიან.“ ამ ლოგიკის თანახმად, ფორდი თვლიდა, რომ მის ქარხანაში ყოველ თანამშრომელს დამსახურებული საკუთარი ადგილი ჰქონდა და დაწინაურებას კი თავად აღწევდნენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი განყოფილების უფროსს თავდაპირველად ქარხანაში დამლაგებლად დაუწყია მუშაობა.წყარო


ჰენრი ფორდის წარმატების გზა

დღეს მოგიყვებით ძალიან საინტერესო ისტორიას,უდიდესი ბიზნესმენის ჰენრი ფორდის ცხოვრებიდან. მისი ცხოვრების ეს მონაკვეთი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გასწავლით.
henry ford
ჰენრი ფორდი 40 წლის ასაკში

როდესაც ჰენრი ფორდმა გადაწყვიტა გამოეშვა “V-8″ მარკის ავტომობილი,მან მოინდომა აეგო ძრავა,სადაც ერთ ბლოკში რვა  ცილინდრი იქნებოდა მოთავსებული. ფორდმა მოიწვია ინჟინრები და გასცა შესაბამისი მითითებები. ისინი ვერ ხვდებოდნენ,როგორ უნდა გაეერთიანებინათ 8 ცილინდრი ერთად. პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო.
“ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთეთ!” – ეს იყო ფორდის უკანასკნელი მითითება და მან სხდომა დატოვა.

ინჟინრები გამუდმებით აწუხებდნენ ფორდს. სათითაოდ უხსნიდნენ,რომ ეს შეუძლებელი იყო. მოყავდათ სხვადასხვა მაგალითები. ფორდი ყველას ერთხმად პასუხობდა: “იმუშავეთ მანამ,სანამ შედეგს არ მიაღწევთ,რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.”

ინჟინრები მუშაობდნენ. მათ აწუხებდათ ფორდის ეს ჯიუტი გადაწყვეტილება,მაგრამ რადგან ფორდთან უნდოდათ დარჩენა,მსხვერპლიც უნდა გაეღოთ. გავიდა 1 წელი. არანაირი შედეგი. მათ გამოსცადეს ყველა შესაძლო ვარიანტი,რომ ფორდის მითითების რეალიზაცია მოეხდინათ,თუმცა,ვერაფერს გახდნენ. წლის ბოლოს ფორდს მოახსენეს თუ როგორ მიდიოდა პროცესი,რა სირთულეებს გადააწყდნენ და ბოლოს,მთავარი,რომ ვერაფრით ვერ მოახერხეს გაეკეთებინათ ის რაც დავალებული ჰქონდათ. ფორდი უკან არც მაშინ არ დახეულა და მან თქვა: “გააგრძელეთ მუშაობა. მე მინდა,ე.ი. გამოვა!“
ინჟინრებმა მუშაობა გააგრძელეს,თუმცა კი იმედი არ ჰქონდათ და ბოლოს,ერთ მშვენიერ დღეს ფორდის შეუპოვრობამ გაიმარჯვა. მათ მოახერხეს 8 ცილინდრის ერთ ბლოკში გაერთიანება.
          
ეს ისტორია,საუკეთესოდ ასახავს იმას,რომ როცა რაღაც გინდათ,უკან არ უნდა დაიხიოთ. თუნდაც მთელი სამყარო გარწმუნებდეთ,რომ ეს შეუძლებელია,გახსოვდეთ როდესაც გაქვთ რაიმეს მიღწევის ძლიერი სურვილი,მაშინ შეუძლებელი არაფერია! მიბაძეთ ფორდს! ისწავლეთ ამ გაკვეთილისგან. ჰენრი ფორდმა იცოდა წარმატების მთავარი ფორმულა,მთავარი საიდუმლო: მტკიცედ იცოდე რა გინდა და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო მიზანს! თქვენ გინდათ,ე.ი. ყველაფერი გამოვა!
წყარო

ჩემი აზრით ჰენრი ფორდი არის დიდი პიროვნება მან რევოლუცია მოახდინა მანქანების ბიზნესში. ის არასოდეს ნებდებოდა და ყოველტვის აყწევდა დასახულ მიზანს.